აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ადმინისტრატორების ტრენინგი - I ჯგუფი

18.05.2023 - 21.05.2023

ტრენინგის შესახებ

განთავსების ობიექტების მიმღები განყოფილების თანამშრომელთა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი - I ჯგუფი

აჭარის რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიმღები განყოფილების თანამშრომელთა ტრენინგები დაიწყება 18 მაისიდან. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. მსმენელები - მიმღები სამსახურის თანამშრომლები (ადმინისტრატორები/რეცეფშენები) გაეცნობიან მიმღები სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს.

მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან. 


განრიგი და ფორმატი

ტრენინგი ჩატარდება ქ. ბათუმში  სასტუმრო „მონარქში" (მის. ახმედ მელაშვილის ქ.№37)

I ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - ხუთშაბათი 18.05.2023 - 10:00-14:00

II დღე - პარასკევი 19.05.2023 - 10:00-14:00

III დღე - შაბათი 20.05.2023 - 10:00-14:00

IV დღე - კვირა 21.05.2023 - 10:00-14:00