აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
ტრენინგი დამწყები გიდებისთვის
20.12.2026 - 10.05.2027
ტრენინგის შესახებ
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახალი წლის თებერვალი - მაისის პერიოდში გეგმავს დამწყები გიდებისათვის ტრენინგ-კურსის „გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ ჩატარებას.
თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო კურსი: „გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ განკუთვნილია დამწყები გიდებისათვის და ის მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. მსმენელები გაივლიან ზოგად თემებს გიდის პროფესიისთვის და ასევე, ცალკეულ მარშრუტებს ქალაქ ბათუმისა და მისი შემოგარენის მასშტაბით.
ტრენინგზე მსმენელთა შერჩევა მოხდება გასაუბრებით. აუცილებელი მოთხოვნაა მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა.
ტრენინგ-კურსის დაწყების ზუსტი თარიღი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
შინაარსი
თემატიკა მსმენელთათვის
- ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია
- საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები
- ქ.ბათუმის ტურისტული მარშრუტების ზოგადი მიმოხილვა (თეორია)
- ექსკურსიამცოდნეობა
- პროფესია გიდი
- ტურის დაგეგვმა
- გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები (თეორია)
- გიდის ფსიქოლოგია და ტურისტების ტიპები (თეორია)
- ისტორია (საქართველო, აჭარა, ბათუმი) (თეორია)
- ქალაქის განაშენიანება და არქიტექტურა (თეორია)
- არქიტექტორული ბათუმი (პრაქტიკა)
- ბათუმის ბულვარი (პრაქტიკა)
- ბათუმი მუზეუმების ქალაქი (პრაქტიკა)
- მულტიკულტურული და მულტიეთნიკური ბათუმი (პრაქტიკა)
- ნობელის ქალაქი (პრაქტიკა)
- გონიოს ციხე და სარფი (პრაქტიკა)
- ბათუმის ბოტანიკური ბაღი (პრაქტიკა)
- პეტრას ციხე (პრაქტიკა)
- დააგემოვნე და შეიგრძენი ბათუმი (თეორია-პრაქტიკა)
- პირველადი დახმარება (თეორია)
- ქ. ბათუმის შერეული ტურის პრაქტიკული გამოცდა