აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

ადმინისტრატორების ტრენინგი - II ჯგუფი

18.05.2023 - 21.05.2023

ტრენინგის შესახებ

განთავსების ობიექტების მიმღები განყოფილების თანამშრომელთა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი - II ჯგუფი

აჭარის რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიმღები განყოფილების თანამშრომელთა ტრენინგები დაიწყება 18 მაისიდან. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. მსმენელები - მიმღები სამსახურის თანამშრომლები (ადმინისტრატორები/რეცეფშენები) გაეცნობიან მიმღები სამსახურის ზოგადი მუშაობის ძირითად პრინციპებს.

მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან. 


განრიგი და ფორმატი

ტრენინგი ჩატარდება ქ.ბათუმში  სასტუმრო „მონარქში" (მის. ახმედ მელაშვილის ქ.№37)

I ჯგუფის ტრენინგის განრიგი:

I დღე - ხუთშაბათი 18.05.2023 - 15:00-19:00

II დღე - პარასკევი 19.05.2023 - 15:00-19:00

III დღე - შაბათი 20.05.2023 - 15:00-19:00

IV დღე - კვირა 21.05.2023 - 15:00-19:00