აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური

სატრენინგო შოუ-შეჯიბრება

24.06.2026 - 24.06.2026

ტრენინგის შესახებ

საწოლის გასწორებაში სატრენინგო შოუ-შეჯიბრების მიზანია კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს დიასახლისის როლი სასტუმროს სფეროს მომსახურებაში, გაუწიოს მას პოპულარიზაცია და დახვეწოს საწოლის გასწორების ოსტატობა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ განთავსების ობიექტების დიასახლისებმა. შეჯიბრებაში მონაწილეთა მაქსიმალურ რაოდენობას წარმოადგენს 40 მსურველი. შეჯიბრში მონაწილეებს, უნდა ეცვათ თავიანთი სასტუმროს სამუშაო უნიფორმა.

შეჯიბრებას შეაფასებენ დასუფთავების მიმართულებით მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე, საქართველოში ცნობილი სპეციალისტები.


შინაარსი

შეჯიბრების პრინციპი

სატრენინგო შოუ-შეჯიბრება საწოლის გასწორებაში მონაწილეთა მაქსიმალურ რაოდენობას წარმოადგენს 40 მსურველი. შეჯიბრში მონაწილეებს, უნდა ეცვათ სასტუმროს სამუშაო უნიფორმა. შეჯიბრების მონაწილენი დაიყოფიან 8 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფში მონაწილეობას ღებულობს 5 (ხუთი) მონაწილე, რომლებიც შეფასდებიან 10 ქულიანი სისტემით შემდეგ კომპონენტებში:

შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან ის ხუთი მონაწილე, რომლებიც შეჯიბრების მონაწილეთა შორის ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებენ.

შეჯიბრებას შეაფასებს ჟიურის ხუთი წევრი, რომლებსაც თავის მხრივ, განთავსების ობიექტების დასუფთავების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

საუკეთესო მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისგან, ხოლო პირველ ადგილზე გასულს სიმბოლური ჯილდო.


განრიგი და ფორმატი

ჩატარების ადგილი: სასტუმრო „შერატონ ბათუმი".

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 28. საკონფერენციო დარბაზი „კამელია“ მეორე სართული.

ხანგძლივობა - 4 საათი.


პროგრამა

ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026

10:15 - შეჯიბრებაში მონაწილეთა რეგისტრაცია

10:30 - შეჯიბრებაში მონაწილეთათვის საწოლის გასწორების მასტერკლასს წარუძღვება ჟანა გამხიტაშვილი, კლასტერ დირექტორი სამეურნეო განყოფილებაში

11:30 - შესვენება ყავაზე

12:00 - შეჯიბრების დაწყება

15:00 - სადილი