აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სერვისის განვითარების სამსახური
	
კვების ობიექტების მენეჯერების ტრენინგი - I ჯგუფი
	
24.04.2023 - 24.04.2023
ტრენინგის შესახებ
მენეჯერების უფასო ტრენინგი - I ჯგუფი
თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო კურსი კვების ობიექტების მმართველი რგოლის - მენეჯერებისთვის, დაიწყება 24 აპრილიდან. ტრენინგი მოცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
მსმენელთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ტრენინგზე დაიშვება ის რეგისტრირებული პიროვნება, რომელსაც დაუკავშირდებიან. 
 
 
განრიგი და ფორმატი
ტრენინგ-კურსი ჩატარდება ქ.ბათუმში  სასტუმრო „მონარქში" (მის.ახმედ მელაშვილის ქ.№37)
II ჯგუფის ტრენინგის განრიგი:
I დღე - ორშაბათი 24.04.2023 - 09:45-14:00
II დღე - სამშაბათი 25.04.2023 - 09:45-14:00
III დღე - ოთხშაბათი 26.04.2023 - 09:45-14:00
IV დღე - ხუთშაბათი 27.04.2023 - 09:45-14:00
	
პროგრამა
თემების დასახელება
დღე 1 (4 საათი)
შესავალი ნაწილი
	- რესტორნის მენეჯმენტი; როგორ გახდე ეფექტური ლიდერი; პროფესიის საიდუმლოებები; 
 
	- მენეჯერის აუცილებელი თვისებები.
 
      ეკონომიკური საქმიანობა და ეფექტური გაყიდვები
	- ფინანსური მენეჯმენტი; გაყიდვების დაგეგმარება და კონტროლი; ეფექტური გაყიდვები; გაყიდვების სისტემის აგების მიზნები;
 
	- მომგებიანობის ფარული რესურსები; მუდმივი სტუმრების რიცხვის გაზრდა; კვების ობიექტის რენტაბელურების და მომგებიანების განსაზღვრა.
 
 დღე 2 (4 საათი)
მომსახურების კულტურა
	- რესტორნის სტუმრები და მათი მოთხოვნილებები; სტუმრების ფსიქოლოგიის საფუძვლები;
 
	- რესტორნის სტუმრების მომსახურეობის პროცესების ფსიქოლოგია; რესტორნის მუშაკთა პროფესიული ქცევის თავისებურებები; რესტორნის თანამშრომელსა და სტუმრებს შორის კომუნიკაციის კულტურა;
 
	- რესტორნის თანამშრომლის პროფესიული ეთიკა; რესტორნის სტუმრების პრეტენზიები და კონფლიქტური სიტუაციები; რესტორნის თანამშრომლების გარეგნული იერის ესტეთიკა. 
 
      მომსახურების წესები და მომსახურების ხარისხის მართვა
	- მომსახურების ხარისხი; მომსახურების სტანდარტები რესტორანში, სტანდარტების ჩამოყალიბების და დანერგვის მნიშვნევლობა (სერვისების სტანდარტების წიგნი);
 
	- სარესტორნო მომსახურების სახეები; მაგიდების დაჯავშნის  სტანდარტები; სტუმრების შეხვედრა - მენიუს წარდგენა; კერძების არჩევის მოლაპარაკების წარმოება.
 
	- თანამედროვე სარესტორნო სერვირების სახეები.  
 
 დღე 3 (4 საათი)
რესტორანის დარბაზები და ხელსაწყოები
	- რესტორნის დარბაზები, სათავსოები, აღჭურვილობა; დაგეგმვის მოთხოვნები, შენობა-ნაგებობების შემადგენლობა და ურთიერთდაკავშირება;
 
	- რესტორნის ბარი, დაგეგმარება, სტანდარტები; სამზარეულოსთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, კვების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, HACCAP -ის სისტემის დანერგვის მნიშვნელობა;
 
	- პროფესიული ჭურჭელი, ჭიქები, დანა-ჩანგალი, ხელსაწყოები მათი დანიშნულება და გამოყენება; პროფესიული ჭურჭლის (ფაიფურის, კერამიკული, ბროლის, შუშის მახასიათებლები);
 
	- პროფესიული ჭურჭლის (რკინის, ხის, მელამინის და სხვა) მახასიათებლები; მაგიდის პროფესიული გადასაფერებლები, ხელსახოცების, აგრეთვე ქაღალდის ხელსახოცების მახასიათებლები; რესტორნის ავტომატიზაციის მნიშვნევლობა, უპირატესობა და კონტროლი;
 
	- ჯავშნების მნიშვნელობა და სტანდარტები; კომპიუტერული აღრიცხვის სისტემის მმართველობითი კონტროლი (Front- Back) ოფისი.
 
     მენიუ და ფასწარმოქმნა
	- მენიუს ჩამოყალიბების და მართვის ასპექტები (ძირითადი მენუ, სპეციალური მენიუ, ღვინის და სასმელების რუკა);
 
	- პერსონალის კერძების და სასმელების დეგუსტაციების  მნიშვნევლობა და დანერგვა; ფასწარმოქმნა და ფასწარმოქმნის თავისებურებანი;
 
	- ფასების პოლიტიკა, კერძების და სასმელების კალკულაცია და რენტაბელობა. 
 
დღე 4 (4 საათი)
პერსონალის მოძიება და შერჩევა
	- პერსონალის შერჩევა, ინტერივიუს წარმოების თავისებურებანი; რესტორნის საკადრი პოლიტიკა;
 
	- რესტორანში მომუშავე პერსონალის მოთხოვნები; მიმტანების შრომის ორგანიზაციის მეთოდები; კონფლქტური სიტუაციების მართვა; რესტორნის კონფედიცუალურობის პოლიტიკა; პერსონალის შენარჩუნების,წახალისების პროგრამების დანერგვა. 
 
    ეფექტური გუნდის ჩამოყალიბება
	- რესტორნის თანამშრომლებში ჯანსაღი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა; რესტორნის 
 
	- კორპორაციული კულტურა; თანამშრომლების გადამზადების და ტრენიგების მნიშვნელობა და ორგანიზაცია.
 
    რესტორნის მართვის სისტემა
	- რესტორნის მართვის სისტემის ჩამოყალიბება; რესტორნის მართვის სტანდარტები და თავისებურებანი; 
 
	- რესტორნის მართვის საკუთარი სისტემის ჩამოყალიბება.