სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში ტრენინგები გრძელდება

აჭარის რეგიონში არსებული კვების ობიექტების მმართველ რგოლს - მენეჯერებს თეორიულ-პრაქტიული ტრენინგები უტარდებათ შემდეგი მიმართულებით:

  • მომსახურების კულტურა (რესტორნის სტუმრები და მათი მოთხოვნილებები; სტუმრების ფსიქოლოგიის საფუძვლები; რესტორნის სტუმრების მომსახურეობის პროცესების ფსიქოლოგია; რესტორნის მუშაკთა პროფესიული ქცევის თავისებურებები; რესტორნის თანამშრომლის პროფესიული ეთიკა; რესტორნის თანამშრომლების გარეგნული იერის ესტეთიკა და სხვა)
  • რესტორანის დარბაზები და ხელსაწყოები (რესტორნის დარბაზები, სათავსოები, აღჭურვილობა; დაგეგმვის მოთხოვნები, შენობა-ნაგებობების შემადგენლობა და ურთიერთდაკავშირება; რესტორნის ბარი, დაგეგმარება, სტანდარტები; სამზარეულოსთან ურთიერთობის ჩამოყალიბება, კვების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, HACCAP -ის სისტემის დანერგვის მნიშვნელობა; ჯავშნების მნიშვნელობა და სტანდარტები; კომპიუტერული აღრიცხვის სისტემის მმართველობითი კონტროლი Front- Back ოფისი და სხვა)
  • პერსონალის მოძიება და შერჩევა (პერსონალის შერჩევა, ინტერივიუს წარმოების თავისებურებანი; რესტორნის საკადრი პოლიტიკა; რესტორანში მომუშავე პერსონალის მოთხოვნები; მიმტანების შრომის ორგანიზაციის მეთოდები; კონფლქტური სიტუაციების მართვა; პერსონალის შენარჩუნების,წახალისების პროგრამების დანერგვა და სხვა)

ტრენინგი უტარდება კვების ობიექტის მენეჯერების სამ ჯგუფს, რომელთა რაოდენობა შეადგენს  60 მსმენელს.

 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.