აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს აჭარის დაცულ ტერიტორიებზე მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და დაცული ტერიტორიების კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნით ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსს დამწყები და მოქმედი გიდებისთვის.

ტრენინგის მიზანია მოამზადოს აჭარის დაცული ტერიტორიების არაუმეტეს 15 კვალიფიციური გიდი. ტრენინგი არის ინტენსიური. ტრენინგის პროგრამამოიცავს როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე პრაქტიკულ საველე გასვლებს დაცულ ტერიტორიებზე და შემაჯამებელ გამოკითხვებს. ტრენინგის თეორიული ნაწილი დაგეგმილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტების საკონფერენციო დარბაზში.

სატრენინგო თემატიკა წინასწარ არის გაწერილი, ასევე გაწერილია საველე გასვლების რაოდენობა და ადგილები. (მტირალას ეროვნული პარკი - 2 გასვლა, კინტრიშის ეროვნული პარკი - 2 გასვლა, ქობულეთის დაცული ტერიტორიები - 2 გასვლა, მაჭახელას ეროვნული პარკი - 2 გასვლა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი - 1 გასვლა, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი - 1 გასვლა).

ტრენინგები დაგეგმილია ისე, რომ თითოეულ სატრენინგო თემას კითხულობსსფეროს კვალიფიციური ტრენერი/ექსპერტი. თეორიული და პრაქტიკულიტრენინგების ბოლოს ჩატარდება ტრენინგის მონაწილეთა გამოკითხვა, რომლისფარგლებშიც მონაწილეები ჩაატარებენ ტურებს დაცულ ტერიტორიებზე.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და დარეგისტრირდებიანაჭარის რეგიონის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების გიდების საკონტაქტობაზაში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 თვე. ტრენინგი ჩატარდება კვირაში 3 ან 4 დღე.
ტრენინგის ჩატარების პერიოდი: მაისი/ივნისის თვეში.

 

დამატებითი მოთხოვნები:

გიდის პროფესიისთვის აუცილებელი უნარ - ჩვევების (კომუნიკაბელური, მოტივირებული, ენერგიული, მოქნილი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე) დაკმაყოფილება;
ფიზიკური მზაობა;
სავალდებულოა ყველა ტრენინგზე დასწრება.

 

ტრენინგში ჩართვის მსურველთათვის აუცილებელია:

1) რეგისტრაციის გავლა სპეციალური ლინკის მეშვეობით ვებ-გვერდზე:

www.serviceajara.ge

2) СV-ის ატვირთვა

რეგისტრაცის ბოლო ვადა: 10 მაისი, 2026 წ.

ტრენინგკურსზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საშუალო განათლებისმქონე საქართველოს მოქალაქეს 18 წლიდან, რომელიც ფლობს მინიმუმ ერთუცხო ენას (B2 დონე) და გამართულად მეტყველებს მშობლიურ (ქართულ) ენაზე.

 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრებისშედეგად. გასაუბრება აპლიკანტებთან ჩატარდება უცხო ენებსა და ზოგადუნარ-ჩვევებში. პირველ ეტაპზე შეირჩევა ტრენინგის 15 მონაწილე.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დარეგისტრირებულაპლიკანტებს ინდივიდუალურად შეატყობინებს გასაუბრების თარიღსადა დროს.

გასაუბრება ჩატარდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. მის.: ფარნავაზ მეფის 84/86, ბათუმი.

 

# სატრენინგო თემის დასახელება დღეების ჩამონათვალი
1

საქართველოს დაცული ტერიტორიები 

(დაცული ტერიტორიების სისტემა საქართველოში, კატეგორიები(IUCN კლასიფიკაცია), ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა)

სტატუსები: რამსარი, ზურმუხტი, უნესკო და ა.შ.

გარემოსდაცვითი კანონმდებლობა: საქართველოს კანონი "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" და საერთაშორისო კონვენციები. 

(თეორია საკონფერენციო დარბაზში)

დღე 1
2

ბუნერბრივი რესურსები და ეკოსისტემები

(ტყის ეკოსისტემები, ჭარბტენიანი ტერიტორიები, ალპური ზონა, ადამიანის გავლენა ბუნებაზე, კლიმატის ცვლილების  გავლენა რეგიონის ეკოსისტემებზე).

(თეორია საკონფერენციო დარბაზში)

დღე 2
3

პრაქტიკული მეცადინეობა - გამოკითხვა:

თემა 1 (საქართველოს დაცული ტერიტორიები) და თემა 2-ის (ბუნებრივი რესურსები და ეკოსისტემები) გამოკითხვა. პრაქტიკული მეცადინეობა (გამოკითხვა საკონფერენციო დარბაზში)

დღე 3
4

აჭარის დაცული ტერიტორიების მიმოხილვა 

აჭარის დაცული ტერიტორიების ქსელი (კატეგორიები და ზონირება). ინფრასტრუქტურა: საფეხმავლო ბილიკების მარკირება, ვიზიტორთა ცენტრებისა და საინფორმაციო დაფების მოწყობის სტანდარტები.

აჭარის ფლორა და ფაუნა

(თეორია საკონფერენციო დარბაზში)

დღე 4
5

ქობულეთის დაცული ტერიტორიები და კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, Unesco-ს სტატუსი, ქობულეთის ტორფნარი, ფრინველებზე დაკვირვება, უნიკალური მცენარეები.

თეორია 1 (საკონფერენციო სივრცეში)

დღე 5
6

ქობულეთის დაცული ტერიტორიები და კოლხეთის ეროვნული პარკი

(საველე გასვლა / მარშრუტი 1)

ქობულეთის სფაგნუმიანი ტორფნარი, Unesco -ს სტატუსი, ფრინველებზე დაკვირვება, უნიკალური მცენარეები.

თეორია 2 - ველზე გასვლა, პრაქტიკული მეცადინეობა და ტურზე გასვლა ტრენერთან ერთად. დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მონახულება.

დღე 6
7

ქობულეთის დაცული ტერიტორიები და კოლხეთის ეროვნული პარკი

(საველე გასვლა / მარშრუტი 2)

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, Unesco -ს სტატუსი, წყალზე მცურავი ფრინველები, უნიკალური მცენარეები.

თეორია 3 - ველზე გასვლა, პრაქტიკული მეცადინეობა და ტურზე გასვლა ტრენერთან ერთად. აუცილებელია რეინჯერის ტურზე ყოფნა.

დღე 7
8

გიდის როლი და საკომუნიკაციო უნარები:

გიდისა და რეინჯერის როლი - როგორ მოვუყვეთ ტურისტებს ბუნებაზე, როგორ მივაწოდოთ ვიზიტორს ინფორმაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.

გიდის პასუხისმგებლობები, გარემოსდაცვითი ეთიკა, ვიზიტორთა მართვა და კომუნიკაციის საფუძვლები

(თეორია საკონფერენციო დარბაზში)

დღე 8
9

მტირალას ეროვნული პარკი

მაღალი ტენიანობის ეკოსისტემები, ჩანჩქერები, ტბები, მდინარეები, ფლორა და ფაუნა, ტურისტული მარშრუტები და ბილიკები.

თეორია 1

(თეორია საკონფერენციო დარბაზში)

დღე 9
10

მტირალას ეროვნული პარკი (პრაქტიკული (საველე გასვლა / მარშრუტი 1)

მაღალი ტენიანობის ეკოსისტემები, ჩანჩქერები, ტბები, მდინარეები, ფლორა და ფაუნა, ტურისტული მარშრუტები და ბილიკები.

თეორია 2 - ველზე გასვლა, პრაქტიკული მეცადინეობა და ტურზე გასვლა ტრენერთან ერთად. დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მონახულება, ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო სახლების და სერვისების გაცნობა. აუცილებელია რეინჯერის ტურზე ყოფნა.

დღე 10
11

უსაფრთხოება და პირველადი დახმარება

უსაფრთხოების პროტოკოლები

საველე უსაფრთხოება

პირველადი დახმარება

დღე 11
12

მტირალას ეროვნული პარკი (პრაქტიკული (საველე გასვლა / მარშრუტი 2)

მაღალი ტენიანობის ეკოსისტემები, ჩანჩქერები, ტბები, მდინარეები, ფლორა და ფაუნა, ტურისტული მარშრუტები და ბილიკები.

თეორია 3: ველზე გასვლა, პრაქტიკული მეცადინეობა და ტურზე გასვლა ტრენერთან ერთად.

ტურს თან უნდა ახლდეს რეინჯერი

დღე 12
13

ტურის დაგეგმვა და დროის მართვა

მარშრუტების დაგეგმვა, დროის მართვა, ჯგუფის მართვა. საფეხმავლო ბილიკის მდგომარეობის შეფასება.

საფრთხეების მართვა

(თეორია საკონფერენციო დარბაზში)

დღე 13
14

კინტრიშის ეროვნული პარკი

რელიქტური ტყეები, იშვიათი სახეობები, ფლორა და ფაუნა, ისტორიული ძეგლები, მარშრუტები.

თეორია 1

(თეორია საკონფერენციო დარბაზში)

დღე 14
15

კინტრიშის ეროვნული პარკი (საველე გასვლა, მარშრუტი1)

კინტრიშის ხეობის ძირითად მარშრუტზე გასვლა ხინოწმინდის მონასტრამდე, მარშრუტზე არსებული ძირითადი ძეგლების მონახულება. 

თეორია 2 - საველე გასვლა

დღე 15
16

პრაქტიკული საველე გასვლა ბიომრავალფეროვნების თემაზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბიომრავალფეროვნების გაცნობა 

სალაშქრო აღჭურვილობის ინსტრუქცია და ტრენინგი

 

დღე 16
17

კინტრიშის ეროვნული პარკი (საველე გასვლა მარშრუტი 2  - ტბიყელის ტბა)

დღე 17
18

ბიომრავალფეროვნების საკითხებზე წაკითხული თემების გამოკითხვა ტესტირების სახით

გამოცდა 

დღე 18
19

მაჭახელას ეროვნული პარკი

(საველე გასვლა, თეორია - პრაქტიკა ერთად - მარშრუტი 1)

დღე 19
20

მაჭახელას ეროვნული პარკი

(თეორია - პრაქტიკა -გასვლა ტყუპი ჩანჩქერების ბილიკზე მარშრუტი 2)

დღე 20
21

აჭარის ალპური ბუნება და ბიომრავალფეროვნება. პრაქტიკული საველე ტური გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში

თეორია - პრაქტიკა - საველე გასვლა

დღე 21
22

ქობულეთის დაცული ტერიტორიები ისპანის ტორფნარი/კოლხეთის ეროვნული პარკი

გამოცდა

დღე 22
23

კინტრიშის ეროვნული პარკი

გამოცდა

დღე 23
24

მტირალას ეროვნული პარკი

გამოცდა

დღე 24
25

მაჭახელას ეროვნული პარკი

გამოცდა

დღე 25
26 დაცული ტერიტორიების გიდების გადამზადების შემაჯამებელი ღონისძიება დღე 26

 

 

 

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.