გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება
ამჯერად, ინტენსიური სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეები ბათუმის პორტს სტუმრობდნენ, სადაც მათ პორტის ისტორიის, მნიშვნელობისა და შრომითი
უსაფრთხოების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ.
მომავალმა გიდებმა ნავსადგურის საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი ფოტო-ვიზუალური მასალა დაათვალიერეს და პორტის მუშაობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ ტრენინგ-კურსს მეორე თვეა ანხორციელებს.
სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის