„ბათუმი კინოში" - ამ თემაზე დამწყებ გიდებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ

კინოდოკუმენტალისტმა ოლიკო ჟღენტმა მათ იმ ფილმებსა თუ ნაწარმოებების ეკრანიზაციაზე ესაუბრა, რომლებიც ბათუმში, ციხისძირსა და ჩაქვშია გადაღებული.

ტრენინგის შედეგად, დამწყები გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ როგორ წარმოაჩინონ ბათუმი, როგორც კინემატოგრაფიის ქალაქი და როგორ გაუწიონ მათ პოპულარიზაცია ტურისტებთან.

პარალელურად, გიდები ბათუმის ძველი ბულვარის პრაქტიკულ ტურსაც დაესწრნენ. დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მესამე თვეა მიმდინარეობს.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.