ნიკოლოზ წულუკიძის ლექცია
მომავალ გიდებს ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ლექცია ჩაუტარდათ
შეხვედრის ფარგლებში, გიდებმა მოისმინეს თუ როგორი იყო თეატრის, ოპერისა და ბალეტის ისტორია ბათუმში.
ისინი ასევე, გაეცნენ იმ ადამიანურ ისტორიებს, რომლებიც ბათუმს ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.
დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მესამე თვეა მიმდინარეობს. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.