პორტუგალიელი შეფი ვასკო კოელიო სანტოში
,გასტრო ბათუმის” სტუმარი იყო პორტუგალიელი შეფი ვასკო კოელიო სანტოში.
ფორუმის პირველ დღეს, შეფმა კერძები აჭარული სამზარეულოს ინსპირაციით ადგილობრივ მზარეულებთან ერთად მოამზადა.
ვასკო კოელიო სანტოში პორტუგალიურ კულინარიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის ხელმძღვანელობს რესტორან Euskalduna Studio-ს პორტოში, რომელიც დაჯილდოებულია ერთი მიშლენის ვარსკვლავით.
კულინარიაში 17 წლიანი გამოცდილების მქონე შეფი ფლობს World Chef Award - ის 2 დანის მფლობელი შეფის წოდებას.