“გასტრო ბათუმს” საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი ვიტორიო კასტელანი ეწვია.

ფორუმზე ვიტორიო კასტელანმა ხმელთაშუა ზღვის კულინარიასა და შავი ზღვის პოტენციალზე ისაუბრა.

ვიტორიო კასტელანი, იგივე Chef Kumalé (il Gastronomade), არის საერთაშორისო დონის კვების კულტურის მკვლევარი, კრიტიკოსი, ჟურნალისტი და საკვები დიზაინის ექსპერტი.

ვიტორიოს აქვს 35 წლიანი გამოცდილება და მუშაობს როგორც მცირე, ისე დიდ კომპანიებთან.

მან პირველმა დაიწყო იტალიაში მულტიკულტურული გემოს ტურების ორგანიზება, როგორებიცაა Turisti per Casa (ტურინი) და Wok this Way (მილანი). ამან საფუძველი ჩაუყარა TastePartout — საერთაშორისო გასტრონომიული მოგზაურობების უნიკალურ კონცეფციას.რ


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.