,,გასტრო ბათუმს“ Ferrandi Paris-ის შეფ-ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი მესამედ ესტუმრა.

სტეფან იაკიჩმა ,,გასტრო ბათუმზე" თევზეულისა და ზღვის პროდუქტებისთვის გარნირებისა და სოუსების მომზადების მასტერკლასი ჩაატარა.

ის მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების „Restaurant Charles Barrier”, „Bastide de capelongue“ და ცნობილი რესტორნების/სასტუმროების გაერთიანების „Hôtel les Hautes Roches - Relais & Châteaux“ შეფია.

ცნობილი შეფი 22 წელია საფრანგეთის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ-ინსტუქტორია.

ის ფრანგული კულინარიის პროფესიულ პროგრამას მსოფლიოს 30-ზე მეტი ეროვნების სტუდენტს ასწავლის.

1989 წლიდან თანამშრომლობს შვეიცარიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვა ცნობილ რესტორნებთან და სასტუმროების ქსელებთან.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.