დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგი
ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება გრძელდება
ამ ეტაპზე, სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილეებს პრაქტიკული გასვლები ბათუმის განაშენიანებისა და არქიტექტურის, ძველი ბათუმის საფეხმავლო ტურის, ღირსშესანიშნაობების, ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის მარშრუტების მიმართულებით ჩაუტარდათ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული.