მიმტანების გადამზადება
ბათუმში მიმტანებისთვის სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები ჩატარდა
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას მიმტანებმა გაიუმჯობესეს მომსახურებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ცოდნა შემდეგი მიმართულებით:
- მაგიდის სერვირება
- შეკვეთის მიღების სტანდარტები
- სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანის ეტიკეტი
- სტუმრის ფსიქოლოგიური პორტრეტი
- კერძების აღწერის წესები
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა
- სასმელების დასხმის ტექნიკა
- თეფშებისა და ლანგრის ხელით ტარების ტექნიკა
- სტუმართან ანგარიშსწორების წესი, მისალმება და გაცნობა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 20-მდე მიმტანს ჩაუტარა.