მზარეულების ტრენინგები ქედის შემდეგ შუახევში გრძელდება.

ტრენინგის პირველ დღე თეორიულ გაკვეთილთან ერთად ხორცის დამუშავების ტექნოლოგიებსა და ცეცხლზე კერძების მომზადებას დაეთმო.

სხვადასხვა საოჯახო-სასტუმროსა და კვების ობიექტის მზარეულმა ტრენერებთან ერთად დაამუშავა ხორცი და მისგან ხბოს მწვადი, ჩაშუშული და ქაბაბი მოამზადა.

მზარეულების ტრენინგებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყველა მუნიციპალიტეტში ატარებს.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.