ბათუმში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს:

  • კლასიკური კოქტეილების მომზადების ძირითადი მეთოდები
  • კოქტეილების რეცეპტები და სწორად მიწოდების წესები
  • ცალკეული კოქტეილებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი
  • კოქტეილების მოსამზადებლად აუცილებელი ინსტრუმენტები
  • ძირითადი ალკოჰოლური სასმელების შექმნის ისტორია
  • ალკოჰოლური სასმელების ბაზაზე შექმნილი კლასიკური კოქტეილების მომზადების სხვადასხვა ხერხები

ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მასში ბათუმში მოქმედი ბარებისა და რესტორნების ბარმენები მონაწილეობდნენ.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.