ხულოსა და ხელვაჩაურში მზარეულებს კულინარიული მასტერკლასები ჩაუტარდათ.

ტრენინგების ბოლო დღეს მზარეულებმა ტრენერთან ერთად ქათმის სხვადასხვა კერძი მოამზადეს:

  • ჩახოხბილი
  • ქათმის ფიფინა
  • ქათამი ბრინჯით
  • ქათმის ფრთები ფესტილის სოუსით
  • ქათმის ბარკალი ტკბილ ცხარე სოუსით

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კულინარიული მასტერკლასების ფარგლებში რეგიონში ჯამში 70-მდე მზარეული გადამზადდა.

ერთკვირიანი ტრენინგების პრაქტიკული სწავლებები ითვალისწინებდა ფრინველის დამუშავებას, ფრინველის კერძების მომზადებას, ხორცეულის დამუშავების ტექნოლოგიებს, ხორცეულის კერძების მომზადებას, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის მომზადებას.

ტრენინგები 11 მაისს ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ივნისის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.