მიმტანების გადამზადება
რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 30-მდე მიმტანს ტრენინგი ჩაუტარდა
სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა გადამზადება რამდენიმე მიმართულებით გაიარეს:
- მაგიდის სერვირება
- კერძების აღწერის წესები
- შეკვეთის მიღების სტანდარტები
- სტუმრის ფსიქოლოგიური პორტრეტი
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა
- სტუმრისთვის კერძის/სასმელის მიტანის ეტიკეტი
პრაქტიკული სწავლებისას მიმტანებმა ასევე დახვეწეს სასმელების დასხმის ტექნიკა, თეფშებისა და ლანგრის ხელით ტარების ტექნიკა, მაგიდის სერვირება ხელსაწყოებით, სტუმართან ანგარიშსწორების წესი, მისალმება და გაცნობა.