რომენ ლებოფი ფრანგი პროფესიონალი ყასაბია, პროფესიული წოდების — „საფრანგეთის საუკეთესო ოსტატი“ (Meilleur Ouvrier de France) 2015 მფლობელი და ყასბობის მიმართულებით ევროპის ჩემპიონი (2009).
ხორცის დამუშავების მრავალწლიანი ტრადიციების მქონე ოჯახში აღზრდილმა პროფესიული საქმიანობა 2004 წელს დაიწყო. 2012 წელს კი პარიზში საკუთარი ყასაბის სახელოსნო გახსნა.
რომენ ლებოფი თანამშრომლობს საფრანგეთის წამყვან კულინარიულ და პროფესიულ სასწავლებლებთან, მათ შორის Ferrandi Paris-სა და Le Cordon Bleu Paris-თან. ამ სასწავლებლებში იგი უძღვება მასტერკლასებს, უზიარებს სტუდენტებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას და აცნობს მათ ფრანგული ყასბობის ტრადიციებსა და ხორცის დამუშავების თანამედროვე მეთოდებს.
იგი ასევე იკავებს საფრანგეთის ოსტატ ყასაბთა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას და არის წიგნის „Boucherie, leçon en pas à pas“ (ყასბობა — ნაბიჯ-ნაბიჯ გაკვეთილი) ავტორი.
2025 წელს რომენ ლებოფი დაჯილდოვდა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის დამსახურების ორდენით (Ordre du Mérite Agricole), რაც სოფლის მეურნეობის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღიარებაა.
 


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.