აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში არსებული საოჯახო მარნების მეპატრონეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკულ-თეორიული ტრენინგი ღვინის თემაზე „სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები".

თეორიული - პრაქტიკული ტრენინგის ფარგლებში პროფესიონალი ღვინოთმცოდნეები და მეღვინეები საოჯახო მარნების წარმომადგენლებს გააცნობენ:

  • ღვინის ისტორიას
  • ღვინის როლს ტურიზმში
  • ღვინის დაყენების თავისებურებებს
  • ღვინის კერძებთან შეხამების შესახებ ინფორმაციას
  • ღვინის მირთმევის (დაჭაშნიკების) შესახებ ინფორმაციას
  • ღვინით მომსახურების ძირითად წესებს და ა.შ.

ღვინის ტრენინგი ქობულეთში ჩატარდება სამი დღის განმავლობაში. ტრენინგის დღიური ხანგძლივობაა 4 საათი. ნახევარსაათიანი შესვენებით ლანჩზე.

აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს მომსახურების სფეროში ჩვენი რეგიონის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ სეგმენტში სერვისის გაუმჯობესებას.

ტრენინგის თარიღი
14.06.2024 - 16.06.2024

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.