- მთავარი
- ტრენინგები
- დასრულებული
- მასტერკლასები თემაზე დასუფთავების როლი ტურისტულ სერვისში
მასტერკლასები „დასუფთავების როლი ტურისტულ სერვისში“ მოიცავს განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობისა და სტანდარტების სხვადასხვა თემებს, რომლებიც ერთდროულად განკუთვნილია როგორც მენეჯერული რგოლისათვის, ასევე დიასახლისებისათვის. ღონისძიების მიზანია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიული ზრდა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დალაგება-დასუფთავების პროფესიის პოპულარიზება.
მასტერკლასებს წარუძღვებიან დასუფთავების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, საქართველოში ცნობილი სპეციალისტები.
ჩატარების ადგილი: სასტუმრო „შერატონ ბათუმი".
მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 28. საკონფერენციო დარბაზი „კამელია“ მეორე სართული.
ხანგძლივობა - 5 საათი.
სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
10:30 - სტუმრების მიღება, მასტერკლასზე დამსწრეთა რეგისტრაცია
11:00 - მასტერკლასების ოფიციალური გახსნა
11:10 - დასუფთავების როლი ტურისტულ სერვისში - შესავალი. ჟანა გამხიტაშვილი, კლასტერ დირექტორი სამეურნეო განყოფილებაში
11:20 - სასტუმრო ნომრის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი სწრაფად დალაგების თანამედროვე ტექნიკა. მყარი და რბილი ზედაპირების დასუფთავების საჭირო მანქანა-მოწყობილობები. ნინო ბაახია, ტრენერ-მასწავლებელი დასუფთავების მიმართულებით
12:20 - თანამედროვე ხსნარები და საწმენდი საშუალებები. ჯეირან ბეჟანიძე, დასუფთავების დეპარტამენტის აღმასრულებელი მენეჯერი ბათუმის ქორთიარდ ბაი მერიოტში
13:20 - 13:50 - შესვენება ყავაზე
13:50 - სამრეცხაო და ქიმწმენდის მუშაობის სპეციფიკა. სასტუმრო ინდუსტრიაში გამოყენებული ქსოვილები, მათი მოვლა-შენარჩუნება. ჟანა გამხიტაშვილი, კლასტერ დირექტორი სამეურნეო განყოფილებაში
15:30 - სადილი