სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქ.ბათუმში ტარდება ტრენინგი „პირველი დახმარება“. 

მოკლევადიანი სასწავლო კურსი განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის და დასაქმების მსურველთათვის (გიდები, განთავსების და კვების ობიექტის წარმომადგენლები და ა.შ).

ტრენინგის გავლის შემდეგ ყველა დამსწრეს გადაეცემა სერტიფიკატი  სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან“.

გაცნობებთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

გთხოვთ, მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ 20 მარტამდე.

ტრენინგის თარიღი
26.03.2026 - 27.03.2026

 

 

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ.ბათუმი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (დღეში, 4საათი). დილის და შუადღის შესვენებით.

ტრენინგის დასაწყისო: 10:30 საათი.

 

 

ტრენინგის ძირითადი თემატიკები:

  • პირველი სამედიცინო დახმარების მნიშვნელობა

რა არის პირველი დახმარება, რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ შეუძლია მას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

  • უსაფრთხო გარემოს შეფასება

შემთხვევის ადგილზე მისვლისას როგორ შევაფასოთ სიტუაცია, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და დაშავებული დამატებითი საფრთხისგან.

  • გონების მდგომარეობისა და სუნთქვის შემოწმება

როგორ შევამოწმოთ არის თუ არა ადამიანი გონებაზე, სუნთქავს თუ არა და როდის უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

  • გულ–ფილტვის რეანიმაცია (CPR)

რა არის CPR, როდის გამოიყენება და რა ძირითადი ნაბიჯები უნდა ვიცოდეთ გულის გაჩერების დროს.

  • ძლიერი სისხლდენის შეჩერება

როგორ ამოვიცნოთ სისხლდენა და რა მეთოდებით შეიძლება მისი დროებით შეჩერება (წნევა ჭრილობაზე, სახვევი და სხვ.).

  • დამწვრობები და მათი პირველადი დახმარება

დამწვრობის ტიპები და როგორ უნდა მოვიქცეთ დამწვრობის შემთხვევაში.

  • მოტეხილობები და დაზიანებები

როგორ ამოვიცნოთ მოტეხილობა, რა არის იმობილიზაცია და როგორ დავიცვათ დაზიანებული ადგილი.

  • გულისწასვლა და შოკი

რა სიმპტომები ახასიათებს გულისწასვლას ან შოკს და რა მოქმედებები უნდა განხორციელდეს პირველ ეტაპზე.

  • დახრჩობა და სასუნთქი გზების დახშობა

როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც სასუნთქი გზა აქვს დახშული.

სწორად როგორ გადავცეთ ინფორმაცია დისპეჩერს  და რა უნდა ვიცოდეთ დახმარების მოსვლამდე.


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.