მასტერკლასები „დასუფთავების როლი ტურისტულ სერვისში“ მოიცავს განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობისა და სტანდარტების სხვადასხვა თემებს, რომლებიც ერთდროულად განკუთვნილია როგორც მენეჯერული რგოლისათვის, ასევე დიასახლისებისათვის. ღონისძიების მიზანია დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიული ზრდა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დალაგება-დასუფთავების პროფესიის პოპულარიზება.

მასტერკლასებს წარუძღვებიან დასუფთავების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, საქართველოში ცნობილი სპეციალისტები.

 

ტრენინგის თარიღი
23.06.2026 - 23.06.2026

ჩატარების ადგილი: სასტუმრო „შერატონ ბათუმი".

მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა 28. საკონფერენციო დარბაზი „კამელია“ მეორე სართული.

ხანგძლივობა - 3 საათი.

სამშაბათი, 23 ივნისი, 2026

14:30 - სტუმრების მიღება, მასტერკლასზე დამსწრეთა რეგისტრაცია

15:00 - ღონისძიების „დასუფთავების როლი ტურისტულ სერვისში“ ოფიციალური გახსნა

15:20 - მასტერკლასს თემაზე „სხვადასხვა ზედაპირი და მათი მოვლა“ წარუძღვება ოქსანა ხოდინ, მოწვეული სპეციალისტი

16:00 - მასტერკლასს თემაზე „სასტუმრო ნომრის სწრაფად დალაგების თანამედროვე მეთოდები“ წარუძღვება  გიორგი ელბაქიძე, სასტუმრო „თბილისი მერიოტის" დასუფთავების დეპარტამენტის აღმასრულებელი მენეჯერი

17:00 - მასტერკლასს თემაზე „ქიმიური ხსნარები და მათთან მუშაობა“ წარუძღვება ჟანა გამხიტაშვილი, კლასტერ დირექტორი სამეურნეო განყოფილებაში

18:00 - ვახშამი


არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.