სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქ.ბათუმში 23-24 ოქტომბერს ტარდება ტრენინგი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის (განთავსების, კვებისა და ტურისტული ობიექტები) თემაზე — „სოციალური მედიის როლი ტურიზმში“.

ხანგრძლივობა: 2 დღე (დღეში 3 საათი, შესვენებით)

ჩატარების ადგილი: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა 16, სასტუმრო „კოლიზეუმ მარინა“.

ადგილების რაოდენობა: 25-30 მონაწილე

► კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან.

 

ტრენინგის თარიღი
23.10.2026 - 24.10.2026
  • სოციალური მედიის პლატფორმების გაცნობა — თითოეული პლატფორმის განმასხვავებელი ნიშნები, ათვისებისა და გამოყენების შესაძლებლობები: Facebook, Instagram, YouTube, TikTok, Google, TripAdvisor, LinkedIn, Pinterest, WhatsApp, Creators (Influencers);
  • სოციალური მედიის სწორად მორგება ბიზნესის საჭიროებებზე — პროფილის სწორად შექმნა, მოწყობა და ოპტიმიზაცია (Facebook & Google);
  • კონტენტის შექმნა — ქოფირაითინგი, მომხმარებელთან კომუნიკაცია და კონტენტის ფორმების სწორად შერჩევა;
  • კონტენტის ვიზუალური შექმნა — Canva-ს გამოყენება და სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკაციები;
  • რეკლამის ტიპები Meta Business Manager/Ads Manager-ში — Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის დაგეგმვა და მართვა;
  • კრეატორებისა და ინფლუენსერების გამოყენება ბიზნესის პოპულარიზაციისთვის — როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა კრეატორი/ინფლუენსერი;
  • შედეგების ანალიტიკა და კონკურენტების მონიტორინგი.

არ ხართ რეგისტრირებული? რეგისტრაცია

პაროლის აღდგენის ბმულს მიიღებთ ელ. ფოსტაზე.